ეკონომიკა
ახალციხის ბაზრის გახსნის თარიღი ისევ უცნობია
ახალციხელი მოვაჭრეების მოთხოვნის გამო, სავაჭრო ცენტრში სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ახალციხის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ.

შემოწმების შემდეგ, სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ბაზარში ძირითადი რეკომენდაციები გათვალისწინებულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მსჯელობის შემდეგ მიიღებენ.

ახალციხის ვიცემერის გურამ მელიქიძის თქმით, ხელისუფლება ბაზრის ადმინისტრაციასთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იმსჯელებს ბაზრის გახსნის თარიღზე.

ახალციხის ბაზრის მოვაჭრეები სეს-ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოსთან, დაახლოებით  13:00 სთ-თვის მივიდნენ და სამმართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს. მოვაჭრეები ბაზრის გახსნას მოითხოვდნენ.

მოგვიანებით, სეს-ის რეგიონულ ოფისთან ახალციხის მერის მოადგილეები მივიდნენ და მოვაჭრეებს ბაზრის დათვალიერების შემდეგ გადაწყვეტილების მიღებას დაპირდნენ.

სავაჭრო ცენტრი ,,ახალციხე" სრულად  7 აპრილს დაიხურა. ამ დროისათვის, ბაზრის ტერიტორიაზე, მხოლოდ სურსათის მაღაზიები მუშაობენ.


ასევე, დაგაინტერესებთ:

მოვაჭრეები ახალციხის ბაზრის გახსნას ითხოვენ - საპროტესტო აქცია სეს-თან

სამცხე-ჯავახეთში ორი ბაზარი დაიხურა

| Print |