ეკონომიკა
საარსებო მინიმუმი 7.1 ლარით გაიზარდა
2020 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 7.1 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 206.1 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა თებერვალში ეს მაჩვენებელი 199 ლარი იყო.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 24.9 ლარით არის გაზრდილი. გასული წლის იგივე პერიოდში ეს ციფრი 181.2 ლარს შეადგენდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, მარტში თებერვალთან შედარებით 41.7 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 345.7 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2019 წლის მარტის მონაცემთან შედარებით, 33.3 ლარით არის გაზრდილი.
| Print |