ეკონომიკა
ერთ თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 14,662 მლნ დოლარით გაიზარდა
2020 წლის 31 მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,688 მილიარდ დოლარს (18,683 მლრდ ლარი) გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 14,662 მლნ დოლარით მეტია.

კერძოდ, 2020 წლის 29 თებერვლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 5,673 მილიარდ დოლარს (15,832 მლრდ ლარი) შეადგენდა. 

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

IDA-ს მიმართ ვალი 920,211 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 916,478 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,259 მლრდ დოლარს აჭარბებს.
| Print |