1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1696 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1696 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც 21 აპრილს მოქმედებდა, 3.1361 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0335 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4343 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.4111 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0232 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.