ეკონომიკა
რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში

 

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის, თურქეთი კვლავ ლიდერია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იავარ-მარტში, საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 402.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, 2020 წლის სამ თვეში, გასული წლის ანალოგიოურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტი 5,8 %-ით შემცირდა, ხოლო თურქეთიდან იმპორტი 8,7%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სამ თვეში, საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე 53,9 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში - 57, 2 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, 2020 წლის 3 თვეში თუქეთიდან საქართველოში 348,3 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 320, 2 ლნ აშშ დოლარის.

წარმოგიდგენთ ხუთ პრუდუქტს, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში.

2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე გვიდა:

  • ტრიკოტაჟის ნაწარმი - 11,3 მლნ აშშ დოლარი ( 381,7 ტონა)
  • ფეროშენადნობები - 9,9 მლნ აშშ დოლარი (10 353 ტონა)
  • ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების ფქვილი და გრანულები - 4,5 მლნ აშშ დოლარი (3 542 ტონა)
  • მამაკაცის ან ბიჭის ნაქსოვი/ტრიკოტაჟის კოსტუმები, კომპლექტები - 4,2 მლნ აშშ დოლარი (167 ტონა)
  • ნახშირბადიანი ფოლადისგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები - 3,7 მლნ აშშ დოლარი (9 986 ტონა)
რაც შეეხება იმპორტს, 2020 წლის იანვარ-მარტში, თურქეთიდან საქართველოში შემოვიდა:

  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 13 მლნ აშშ დოლარი (163,9 ტონა)
  • შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 10,9 მლნ აშშ დოლარი (16 797 ტონა)
  • სხვა მზა ნაწარმი, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 10,2 მლნ აშშ დოლარი -(405,9 ტონა)
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 8,2 მლნ აშშ დოლარი (12 675 ტონა)
  • შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 8,1 მლნ აშშ დოლარი (5 124 ტონა).
| Print |