ეკონომიკა
ფიზიკური პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

 

საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატსტიკის მიხედვით, 2020 წლის აპრილში, წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი მთლიან სესხებზე შეადგენდა 12,4%-ს, რაც 0,3%-ით მეტია მარტის მაჩვენებელთან შედარებით.

ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, აპრილის მონაცემებით, სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 21,9%-ს, ეს კი მარტის მაჩვენებელთან შედარებით 1,8%-ით მეტია, 2019 წლის აპრილან შედარებით კი 4,5%-ით მეტი.

ფიზიკური პირებისთვის გაძვირდა უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებიც. 2020 წლის მარტში საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 4,8%-ს, აპრილში კი ის 6,1%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება იურიდიული პირებისთვის გაცემულ სესხებს, ზრდა აქაც დაფიქსირდა, თუმცა ტრადიციულად, მინიმალური მოცულობის. კერძოდ, ლარში გაცემული სესხები 11,8%-დან 12,1%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი საპროცენტო კანაკვეთი უცვლელი დარჩა - 6,9%.

 

| Print |