ეკონომიკა
ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ. სებ-ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან. ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები,"- აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

სავალუტო ჯიხურებმა გახსნისთვის მზადება მაისში დაიწყეს.

| Print |