ეკონომიკა
ერთ წელში ხილი, რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები და პურპროდუქტები გაძვირდა

 

ერთი წლის განმავლობაში ხილი 47%-ით, რძის ნაწარმი 25%-ით, ხორცპროდუქტები 13.5%-ით, პურპროდუქტები კი 9.2%-ით გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასებიგაიზარდა 14.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.58%-ით აისახა. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (47.1%), რძე, ყველი და კვერცხი (24.6%), თევზეული (17.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (13.9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.5%), ზეთი და ცხიმი (13.1%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.5%), პური და პურპროდუქტები (9.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7%).

ამასთან, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 4.6%-ით. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.9%).

 

| Print |