ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა
ხუთი ივნისის ვაჭრობის შედეგად საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდა. კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით 2.79 თეთრი შეადგინა, შედეგად, ლარი ბოლო 2.5 თვის მაქსიმალურ ნიშნულამდე გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 2.9562 ლარი შეადგინა.

ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 0.54 თეთრით გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი ევრო 3.3476 ლარი ღირს.

ლარი 0.66 თეთრით გამყარდა გირვანქა სტერლინგთან მიმართებით. ახალი კურსით ერთი ფუნტი 3.7328 ლარი ღირს. 

აღნიშნული კურსი რვა ივნისამდე, ახალ ვაჭრობამდე მოქმედებს.
| Print |
თეგები: ლარის კურსი /