ეკონომიკა
სასტუმროებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა სტუმარი არ ჰყავთ

 

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შემოწმების შედეგად, 23 მაისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 163 სასტუმროს ამოქმედების ნებართვა მიეცა, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია ავრცელებს.

ამავე მონაცემების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში ტურისტების მასპინძლობის უფლება აქვს განთავსების 19 ობიექტს. აქედან ექვსი ბორჯომში, ოთხ-ოთხი ბაკურიანში, აბასთუმანსა და ახალციხეში, ერთი კი ახალქალაქში მდებარეობს.

მათ შორის ერთ-ერთია 32-ნომრიანი სასტუმრო "რიო" ახალციხეში, რომელმაც მუშაობა განაახლა, თუმცა ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჯერ მხოლოდ რამდენიმე ნომერი აქვთ დატვირთული.

| Print |