ეკონომიკა
საერთაშორისო რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს - ეკონომიკის მინისტრი
ვაკვირდებით სიტუაციას, დანამდვილებით ვერაფერს ვერ გეტყვით, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კითხვას 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, საკითხზე მსჯელობა ყოველდღიურ რეჟიმში ხდება.

ჯერ ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ, ვაკვირდებით სიტუაციას არა მარტო ჩვენთან, არამედ მეზობელ ქვეყნებში, ევროკავშირში. დანამდვილებით ვერაფერს ვერ გეტყვით. მსჯელობა ყოველდღიურ რეჟიმში მიდის,“-აცხადებს მაჭავარიანი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს. მისი თქმით, რეგულარული ფრენების აღდგენა მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენები შეზღუდვის გადაწევა ალბათ ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული ფრენები დღესაც ხორციელდება და ივლისშიც განხორციელდება. პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა ახლავე სრული მასშტაბით რომ გაგვეხსნა რეგულარული ფრენები,“-განაცხადა თურნავამ საერთაშორისო ტურისტების მიღების შესახებ საუბრისას.
| Print |