ეკონომიკა
გვეგონა, ფრენების დაწყების შემდეგ, თითო-ოროლა ტურისტი გვეყოლებოდა - საოჯახო სასტუმროები
სასტუმროებმა მუშაობის განახლების უფლება რვა ივნისიდან მიიღეს, თუმცა ერთი თვის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში მასპინძელი ბიზნესის ნახევარი დაკეტილია, მეორე ნახევარი კი სტუმრების სიმცირეზე ჩივის. სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში მხოლოდ შიდა ტურიზმი ფუნქციონირებს, მუშაობის შანსი მცირე ზომის, საოჯახო სასტუმროებს აქვთ, თუმცა ზოგიერთ მათგანს 2020 წელს არც ერთი ტურისტისთვის უმასპინძლია.

| Print |