ეკონომიკა
სამომხმარებლო სესხების მოცულობა და საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების მოცულობა 4,306 მლრდ ლარს შეადგენდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 3,881 მლრდ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, თუ მიმდინარე წელს სამომხმარებლო სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 16,9%, 2019 წელს - 16,8% იყო. ამასთან, 1 ივლისის მდგომარეობით, მოკლევადიან სესხებზე საპროცენტო განაკვეთი - 19,9%-ს, გრძელვადიანზე კი - 16,7%-ს შეადგენს.
| Print |