ეკონომიკა
საარსებო მინიმუმი შემცირდა (ინფოგრაფიკა)
ბოლო ოთხი თვეა, საქართველოში საარსებო მინიმუმი თანდათან მცირდება. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაითვალა, რამდენ ლარად შეუძლია არსებობა ზრდასრულ ადამიანს. ივლისში საარსებო მინიმუმმა 183.5 ლარი შეადგინა, რაც 3,1 ლარით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით. (ივნისის საარსებო მინიმუმად 183.5 ლარი განისაზღვრა, მაისში ეს მაჩვენებელი 186.6 ლარი იყო).

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის მარტამდე საარსებო მინიმუმი იმატებდა, მარტიდან კი თანდათან იკლებს (ოთხ თვეში 22.6 ლარით).

საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს 2004 წლიდან იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. მინიმალურ სასურსათო კალათაში 40 დასახელების პროდუქტი შედის. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |