ეკონომიკა
8 თვეში, საქართველოდან ექსპორტი 14.7%-ით, ხოლო იმპორტი 17.5%-ით შემცირდა
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის 8 თვეში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 14.7%-ით, ხოლო იმპორტი 17.5%-ით შემცირდა.

საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (14.7 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარი (17.5 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41 პროცენტი შეადგინა.

საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს მიმდინარე წლის 21 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
| Print |