ეკონომიკა
ლარის გაუფასურების გამო ოქტომბერში პროდუქტებზე გაძვირებული ფასები დაგვხვდება - ექსპერტი
ჩვეულებრივი თემაა, რომ გაუფასურდება ლარი, ყველაფერი გაძვირდება. პროდუქტის გაძვირებას უბრალოდ ყველაზე სენსიტიურად ვეკიდებით,- ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს სიახლე არაა და ყოველ წელს ლარის კურსის გაუფასურება პროდუქციის გაძვირებას იწვევს. მისივე თქმით, პროდუქციის რეალიზაცია შემცირებულია და კომპანიები არაერთი, მათ შორის საბანკო სესხების დაფარვის პრობლემის წინაშე დგანან.

„ოფიციალური მონაცემები მოწმობს, რომ წლიდან წლამდე ინფლაცია 5%-დან 7%-მდეა. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ გაუფასურებულ ლარს, ვერაფერი აჩერებს, შესაბამისად იმპორტიორების განწყობაც ასეთია, რომ ვინც შეძლებს გაძვირებული ფასით გაყიდოს პროდუქცია, ოპერირებას გააგრძელებს, ვინც ვერა - ძალიან გაუჭირდება ან იმ პროდუქტებზე, რომლითაც მუშაობას აპირებენ, გაძვირებული ფასები დაგვხვდება ოქტომბერში, თუ რამეზე არ დაგვხვდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ბრენდები ბაზარს დატოვებენ. ზოგადად ქვეყანაშია ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარება. ყველა კომპანია ზარალზეა, განსაკუთრებით ის კომპანიები, რომლებიც სასტუმროებთან, კაფე-ბარებთან და რესტორნებთან თანამშრომლობდნენ. ზარალი კოლოსალურია. ამასთან, კომპანიების უმეტესობა საბანკო პროდუქტით სარგებლობდა და ვალდებულებები გასასტუმრებელი აქვთ. მწარმოებელი, იმპორტიორი, სადისტრიბუციო და საცალო რეალიზაციის სექტორი ერთი ჯაჭვია და ყველა პრობლემის წინაშე ვდგებით“, - აცხადებს ივა ჭყონია.

რაც შეეხება პირველადი სასურსათო პროდუქტების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც 9 პროდუქტზე გაცვლითი კურსიდან გამომდინარე გაძვირების რისკს აზღვევდა, ივა ჭყონიას განცხადებით, ბევრმა კომპანიამ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, რომ აღნიშნული სუბსიდირებით ესარგებლა.

„პირობები, რომელიც ჩადებული იყო, ძალიან ბევრმა კომპანიამ უბრალოდ ვერ დააკმაყოფილა. ერთეული კომპანიებისთვის იყო პირობები მისაღები. გამოყოფილი იყო 10 მილიონი, დაიხარჯა 1.1 მილიონი ლარი. როგორ შეიძლება მეტის დახარჯვის საჭიროება არ ყოფილიყო?“, - აცხადებს ივა ჭყონია.

მისივე განცხადებით, ლარის მიმდინარე გაუფასურება, წლების განმავლობაში არსებული არასწორი პოლიტიკის შედეგია და ახლა მთავრობამ „ქამრები უნდა შემოიჭიროს“ და ბაზრისთვის ჭარბი ლარის მიწოდებისგან თავი შეიკავოს.

„არ უნდა დახარჯონ ფული მივლინებებზე და აიყვანონ შტატგარეშე მომუშავეები, ქამრები უნდა შემოიჭირონ, ბიუჯეტს გადახედონ, რომ ჭარბი ფულის მასა მაქსიმალურად შეამცირონ. მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდია და კიდევ უფრო მეტი თანხები იხარჯება. ეროვნული ბანკის ინტერვენციები წყალში გადაყრილი ფულია, ჰაერში ვიქნევთ რეზერვებს. ეს არასწორი მიმართულების შედეგია. ყველაზე კარგი იქნებოდა თავის დროზე ინვესტიციები ყოფილიყო ჭარბად შემოსული“, - აღნიშნავს ჭყონია.


წყარო:interpressnews.ge
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 13 °C
img
ახალქალაქი 6 °C
img
ასპინძა 14 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 14 °C
img
თბილისი 19 °C
img
აბასთუმანი 10 °C
img
ბაკურიანი 7 °C
img
ნინოწმინდა 6 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.7763
RUB
RUB
100
4.1332
TRY
TRY
1
0.4067
USD
USD
1
3.2117
AMD
AMD
1000
6.5409
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.