ეკონომიკა
ახალციხეში ტურიზმის სტრატეგიული გეგმა განიხილეს
კორონავირუსით დაზარალებული ტურიზმის განსავითარებლად და ხელშესაწყობად, „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ“ (DMO) ახალციხის ციხის ციტადელზე შეხვედრა გამართა.

ტურიზმის მიმართულებით მომუშავე აიპის წარმომადგენლებმა რეგიონის პოტენციალზე, ტურიზმის სტრატეგიულ გეგმასა და განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ ისაუბრეს. ორგანიზაციის დირექტორის განმარტებით, უნდა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გაზაფხულამდე საფეხმავლო ბილიკების მარკირებას მოახდენს. შეხვედრას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

| Print |