ეკონომიკა
დოლარი ისევ რეკორდული სისწრაფით ძვირდება
საქართველოში დოლარი კიდევ გაძვირდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4000 ლარი გახდა. კურსი, რომელიც 5 ნოემბერს მოქმედებდა, 3.3409 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0591 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0137 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9042 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.1095 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |