ეკონომიკა
"პროდუქტს იყიდი, წამალს ვეღარ ყიდულობ" - ახალციხელები გაზრდილ ფასებზე ჩივიან
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა, რის გამოც ქვეყანაში პროდუქტები გაძვირდა. სპეციალისტები საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებენ. მათი შეფასებით, ლარი უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში გაუფასურებას გააგრძელებს, რაც ყველა იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.


| Print |