ეკონომიკა
1-ლი იანვრიდან დენი გაძვირდა
პირველი იანვრიდან თელასის აბონენტებს, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას ელექტროენერგიაზე გადასახადი 3,497 თეთრით, ხოლო ენერგო პრო ჯორჯიას" მომხმარებლებს 3.494 თეთრით ეზრდებათ. ტარიფის ცვლილებაზე გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო. სემეკის ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად დენის ახალი ტარიფები შემდეგნაირად განისაზღვრა:

"თელასის" მომხმარებლებისთვის

0–101 კვტ. სთ თვეში – ძველი ტარიფი 14.544 თ ახალი ტარიფი 18.041თ
101–301 კვტ. სთ თვეში – ძველი ტარიფი 18.556თ ახალი ტარიფი 22.053თ
301 კვტ. სთ თვეში და მეტი – ძველი ტარიფი 23.040 თახალი ტარიფი 26.537თ


"ენერგო პრო ჯორჯიას" მომხმარებლებისთვის


0–101 კვტ. სთ თვეში – ძველი ტარიფი 14.237თ ახალი ტარიფი 17.731თ
101–301 კვტ. სთ თვეში – ძველი ტარიფი 18.213თ ახალი ტარიფი 21.707თ
301 კვტ. სთ თვეში და მეტი – ძველი ტარიფი 22.733თ ახალი ტარიფი 26.227თ

კომერციული ობიექტებისთვის,ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს 11, 12, ან 13 თეთრით, რაც როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, დამოკიდებულია თუ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარენ კომერციული ობიექტები.

,,დავიანგარიშეთ ტარიფები, მოსახლეობისთვის ტარიფების ზრდა შეადგენს სამნახევარ თეთრს, რაც შეეხება კომერციულ მომხმარებელს, აქ სამი ტიპის ძაბვის საფეხური გამოიყოფა, თითოეული ძაბვის საფეხურზე დადგენილია ცალ ცალკე ტარიფები, 11, 12 , 13 თეთრი" – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება „ენერგო პრო ჯორჯიას“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა კვტ.სთ. ელექტროენერგიაზე 10.8-დან 14.6 თეთრამდე მერყეობს.

შეგახსენებთ, საქართველოში ელექტროენერგია და წყალი გაძვირდება, თუმცა ხელისუფ;ლების განმარტებით, მოსახლეობა და ბიზნესი კომუნალური ტარიფების ზრდას ვერ იგრძნობს, რადგან 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების მქონე აბონენტებისთვის.

სახელმწიფო წყალმომარაგების ტარიფის სხვაობას დაუსუბსიდირებს სოციალურად დაუცველებსაც,

ელექტროენერგიის დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობის 50% დაუსუბსიდირდებათ საკვები პროდუქტების პირველად, ადგილობრივ წარმოებაში მოქმედ კომპანიებს, 2021 წლის განმავლობაში.
| Print |