ეკონომიკა
აკრძალვის მიუხედავად, რესტორნები 6 თებერვლიდან მუშაობის დაწყებას გეგმავენ
შაბათს, 6 თებერვლიდან რესტორნები, აკრძალვების მიუხედავად, მუშაობას განაახლებენ. რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის შოთა ბურჯანაძის თქმით, ყველა დეტალთან დაკავშირებით დღეს, 3 თებერვალს ისაუბრებენ, გუშინდელი მონაცემებით კი პროტესტს 200-მდე რესტორანი უკვე შეუერთდა.

2 თვეა, 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს მასშტაბით რესტორნებს მხოლოდ "გატანის სერვისით" მუშაობა შეუძლიათ, ადგილზე სტუმრის გამასპინძლება კი 10 000 ლარით ისჯება. 1 თებერვლიდან (შაბათ-კვირის გარდა) სტუმრების ღია სივრცეში გამასპინძლების უფლება მიეცა ბათუმის რესტორნებს.

სარესტორნო ბიზნესი აცხადებს, რომ ახლა უკვე გადარჩენისთვის იბრძვიან და მზად არიან რეგულაციების პირობებში, წესების დაცვით იმუშაონ. ამ მოთხოვნით მათ აქცია შაბათს მთავრობის კანცელარიასთანაც გამართეს, თუმცა არაფერი შეცვლილა. მათ ამ დრომდე არ იციან, როდის მიეცემათ მუშაობის უფლება.
| Print |