ეკონომიკა
ციანიდი, ძეხვი, ბოთლები - 10 პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ სომხეთში
საქართველო 2-ჯერ მეტ პროდუქტს ყიდულობს სომხეთში, ვიდრე ყიდის.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველომ სომხეთისგან 422 418 მლნ დოლარის პროდუქტი შეიძინა. რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ 187 552 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

2020 წელს სომხეთში ექსპორტირებული 10 პროდუქტის ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 
  1. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 9,497 მლნ აშშ დოლარი
  2. ახალი ან გამხმარი ციტრუსების ნაყოფი - 7,949 მლნ აშშ დოლარი
  3. სატვირთო ავტომობილები - 6,046 მლნ აშშ დოლარი
  4. ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები - 4,936 მლნ აშშ დოლარი
  5. მსუბუქი ავტომობილები - 4,884 მლნ აშშ დოლარი
  6. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 4,855 მლნ აშშ დოლარი
  7. თხილი და სხვა კაკალი - 4, 502 მლნ აშშ დოლარი
  8. თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევების ნაწარმი - 4,377 მლნ აშშ დოლარი
  9. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 4,546 მლნ აშშ დოლარი
  10. შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული ხორცი და კვების სუბპროდუქტები - 3,309 მლნ აშშ დოლარი
რაც შეეხება იმპორტს, სომხეთიდან საქართველოს მიერ შეძენილი ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 319, 341 მლნ აშშ დოლარი
  2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 48,131 მლნ აშშ დოლარი
  3. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 11,901 მლნ აშშ დოლარი
  4. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 5,768 მლნ აშშ დოლარი
  5. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 3, 198 ,მლნ აშშ დოლარი
  6. არადენატურირებული ეთილის სპირტი, სპირტის კონცენტრაციით 80% ან მეტი - 2,754 მლნ აშშ დოლარი
  7. პლასტმასების ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად - 2, 575 მლნ აშშ დოლარი
  8. ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები - 2, 405 მლნ აშშ დოლარი
  9. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 1,993 მლნ აშშ დოლარი
  10. ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან - 1,659 მლნ აშშ დოლარი.
| Print |