ეკონომიკა
ცოცხალი ცხვრის და თხის ექსპორტი 1 400%-ით გაიზარდა
2021 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოდან ცოცხალი თხებისა და ცხვრების ექსპორტი 15-ჯერ გაიზარდა.

თუ 2020 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან 156 ათასი აშშ დოლარის 58.3 ტონა ცოცხალი ცხვრისა და თხის ექსპორტი განხორციელდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან 2,458 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 893.9 ტონა ცოცხალი თხა და ცხვარი გავიდა.

გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც 2021 საქართველოდან ცოცხალი ცხვრები და თხები გაიყიდა:
  • საუდის არაბეთი - 607 ტონა (1,698 მლნ აშშ დოლარი)
  • ქუვეითი - 169.7 ტონა (457,5 ათასი აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 87.3 ტონა (128,2 ათასი აშშ დოლარი)
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 30 ტონა (175 ათასი აშშ დოლარი)
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს პირველ ორ თვეში საექსპორტო ქვეყნებს შორის მხოლოდ საუდის არაბეთი იყო.

| Print |