ეკონომიკა
მომგებიანი ბანკების რიცხვი გაიზარდა - ვინ გავიდა ზარალზე
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2021 წლის 1-ლი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, გასული წლისგან განსხვავებით, შედარებით მეტი ბანკი გავიდა მოგებაზე. ზარალზე კი მხოლოდ 3 ბანკია („სილქ როუდ ბანკი“, „ფინკა“ და „პაშა“ ბანკი).
2021 წლის 1-ელ კვარტალში მოგებაზე გავიდა ორი დიდი ბანკი - „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“. „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში - 159 963 880 ლარი, დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 174 171 796 ლარი შეადგინა.
„საქართველოს ბანკს“ კი, 1-ლი კვარტლის მონაცემებით, 192 407 093 ლარის ოდენობის მოგება ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 192 874 952 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სხვა ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:
- „ბაზისბანკი“ – 7 155 029;
- „სილქ როუდ ბანკი“ - -965 574 ;
- „კრედო ბანკი“ – 7 530 834;
- „ქართუ ბანკი“ - 8,623,059;
- „ფინკა ბანკი საქართველო“ - -330 033;
- „ჰალიკ ბანკი“ – 3 603 873;
- „იშბანკი საქართველო“ – 2 465 527;
- „ტერა ბანკი“ – 6 924 959;
- „ლიბერთი ბანკი“ – 10 628 688;
- „პაშა ბანკი საქართველო“ - -1 281 978;
- „პროკრედიტ ბანკი“ – 9 756 113;
- „ვითიბი ბანკი“ - 5 142 650;
- „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 180 994.
გააზიარეთ :