ეკონომიკა
ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.12 მილიარდით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკი აპრილის თვის სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სებ-ის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 1.12 მლრდ ლარით (2.87%-ით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 40.15 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 376.65 მლნ ლარით (2.17%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 742.48 მლნ ლარით (3.42%-ით) გაიზარდა. 

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.64 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.59%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 14.03 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.10%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.49%-ით მეტი).

2021 წლის აპრილის განმავლობაში 2.14%-ით, ანუ 411.13 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 19.67 მლრდ ლარი შეადგინა
“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნბულ ინფორმაციაში.
| Print |