ეკონომიკა
ზეთი, ლობიო, შაქარი - 10 პროდუქტი, რომელიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5% შეადგინა.
10 პროდუქტი, რომელიც მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
- მზესუმზირის ზეთი - 85%
- მწვანე ლობიო - 35.8 %
- შაქარი - 30.4 %
- წიწიბურა - 28.2%
- კვერცხი - 23.2%
- მარგარინი - 23.9%
- მწვანილი - 21.4 %
- ქათმის ბარკალი - 19.7%
- ქათმის ხორცი - 17.7%
- შებოლილი თევზი - 17.6%
ათეულში ვერ ხვდება, თუმცა 5.8%-ით არის გაძვირებული პური, მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდირებული პროდუქტია.
გააზიარეთ :