ეკონომიკა
ფქვილის სუბსიდირების მეორე ეტაპი ივნისის ბოლოს მთავრდება
,,ერთი შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთში ხორბლის იმ ეფექტის გაიაფება არ მომხდარა, რომ საბაზრო ფასი 53 ლარს დაუახლოვდეს. მომავალი კვირის შეხვედრაზე გადაწყდება, იქნება თუ არა სუბსიდირების კიდევ ერთი ეტაპი“-ამის შესახებ საუბრისას ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. 

ლევან სილაგავა ამბობს, რომ სახელმწიფო, ფქვილის მწარმოებელები, მეპურეთა ასოციაცია და მოსახლეობის მოთხოვნა ერთად განაპირობებს იმას, გაგრძელდება თუ არა სუბსიდირება კიდევ ერთხელ.

,,მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. თვის ბოლოს, უკვე მთავრდება სუბსიდირების პროგრამის ბოლო ეტაპი და გაგრძელდება თუ არა, ჯერ არ ვიცი. ახლა ბაზარზე არსებული მდგომარეობა შემდეგია, 2 ივნისიდან რეჟიმი არსებითად შეიცვალა და რუსეთში საექსპორტო ბაჟი 50 ევრო ჩანაცვლდა მცურავი ბაჟით, რაც ნაკლებია ძველ გადასახადზე. ანუ, ტენდენცია უკეთესობისკენაა, მაგრამ რამდენად ჰყოფნის ეს იმას, რომ ფქვილის ფასი 53 ლარზე ჩამოვიდეს, რათა პური არ გაძვირდეს, ამას ჩვენ ვერ ვსაზღვრავთ. ამას საზღვრავენ მეპურეები.

მომავალი კვირის შეხვედრაზე გადაწყდება, იქნება თუ არა სუბსიდირების კიდევ ერთი ეტაპი. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთში ხორბლის იმ ეფექტის გაიაფება არ მომხდარა, რომ საბაზრო ფასი დაუახლოვდეს 53 ლარს. დღეს ბაზრებზე ფასი ძირითადად 60 ლარია, ზოგან რამდენიმე ლარით მეტი ან ნაკლები. ვთვლი, რომ თუ სუბსიდირება გაგრძელდება, ეს აღარ იქნება იმ მოცულობით, რაც იყო ბოლოს 20 ლარი 1 ტომარაზე. რადგან ფასები დაახლოებულია სამიზნე ფასთან, სუბსიდირება, სავარაუდოდ, მოხდება 5-7 ლარით. როგორც გითხარით, ეს მეპურეებზეცაა დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, მეპურეთა ასოციაცია, სახელმწიფო და საზოგადოების მოთხოვნა ერთად განაპირობებს, გავა პურის ფასი თავისუფალ ბაზარზე, თუ დასუბსიდირდება“
,- ამბობს სილაგავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, ფქვილის სუბსიდირების მეორე ეტაპი საქართველოში ივნისის ბოლოს მთავრდება. პანდემიის პირობებში ფქვილის ფასის სუბსიდირებისთვის და ე.წ. სოციალურ პურზე ფასის შესანარჩუნებლად სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო. სუბსიდირების მთავარი მიზეზი რუსეთში, რომელიც საქართველის მთავარი იმპორტიორია, ხორბლის გაძვირება და ექსპორტზე საბაჟო გადასახადის დაწესება გახდა. ამას ხელს უწყობდა გაუფასურებული ეროვნული ვალუტაც. დღეს კი ლარი მყარდება, რუსულ ბაზარზე კი ახალი მოსახლის მოლოდინში, ხორბლის ფასები მცირდება.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 19 °C
img
ახალქალაქი 17 °C
img
ასპინძა 26 °C
img
ადიგენი 27 °C
img
ბორჯომი 21 °C
img
თბილისი 20 °C
img
აბასთუმანი 15 °C
img
ბაკურიანი 13 °C
img
ნინოწმინდა 17 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6409
RUB
RUB
100
4.1895
TRY
TRY
1
0.3604
USD
USD
1
3.0892
AMD
AMD
1000
6.4150
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.