ეკონომიკა
საქართველოში მსესხებლების 12,9% კრედიტს ვერ იხდის
საქართველოში მსესხებლების 12,9%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება.

„კრედიტინფოს“ 2021 წლის ივლისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 232 226 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 434 383-ს შეადგენს. საერთო ჯამში, ივლისის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 798 862 ადამიანს აქვს, ჯამში 28 998 740 694 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 87,9% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ივლისის მდგომარეობით ბანკებიდან კრედიტი აღებული აქვს 1 582 996 მსესხებელს, 26 677 018 948 ლარის მოცულობის.

| Print |