ეკონომიკა
სამი დარგი საქართველოში, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პანდემიურ, 2020 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 156.9 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.2 %-ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 885.7 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 16.3 %-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 852.3 ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 2.3 %-ით).

ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.4 %-ით ანუ 61.5 ლარით გაიზარდა და 1 191 ლარი შეადგინა.
| Print |