ეკონომიკა
იპოთეკური სესხის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით, 300-მდე სესხი გაიცა
იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1-ელი სექტემბრიდან დღემდე, 298 სესხი გაიცა. როგორც „აწარმოე საქართველოში“ განაცხადეს, დამტკიცებული ჯამური სესხის მოცულობა 33 319 585 ლარს შეადგინს.

სუბსიდირების პროგრამა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც ჰყავს 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი. სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.
| Print |