ეკონომიკა
პური კიდევ გაძვირდება
საქართველოში ნახევარი კილოგრამი პურის ფასი ერთი ლარი გახდა. ხორბალსა და შესაბამისად, პურ-პროდუქტებზე ფასები კიდევ ერთხელ გაიზარდა.

პურის გაძვირებით რთულ ვითარებაში აღმოჩნდენ როგორც მომხმარებლები, ისე ფქვილის გამყიდველები, რომლებსაც მყიდველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შეუმცირდათ.

პურის მცხობელთა ასოციაციაში დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ და ამბობენ, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი იანვრიდან კიდევ მოიმატებს.

| Print |