ეკონომიკა
საწვავის ფასის დაწევის ყველაზე მარტივი გზა ეკონომისტ ოთარ აბესაძისგან
“აქციზის გადასახადის გაუქმებით ერთი ლიტრი საწვავი საშუალოდ გაიაფდება 70 თეთრით,”- ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე წერს.

„საწვავის ფასის დაწევის ყველაზე სწარფი და მარტივი გზა:

გაუქმდეს საწვავზე აქციზის გადასახადი. ამით სახელმწიფო ბიუჯეტს მოაკლდება საშუალოდ 800 000 000 ლარი.

აქციზის გადასახადის გაუქმებით ერთი ლიტრი საწვავი საშუალოდ გაიაფდება 70 თეთრით.

როგორ უნდა მოხდეს დანაკლისის კომპენსირება ბიუჯეტში ?

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ყოველწლიურად მთავრობის დაქირავება გვიჯდება საშუალოდ 4 200 000 000 ლარი. უფრო რომ ჩავშალოთ, 4 მილიარდზე მეტს ვიხდით დარჩენილი საშუალოდ 11 მილიარდის განკარგვა/დახარჯვაში. სიგიჟეა ხომ?

საქართველოში გვყავს საშუალოდ 350 000 საჯარო მოხელე. (ვინც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს) უფრო რომ ჩავშალოთ, ეკონომიკურად აქტიური და დასაქმებული მოსახლეობის საშუალოდ 40% არის საბიუჯეტო ხელფასზე.

საქართველოს მთავრობის განკარგულებაშია საშუალოდ 17 000 ავტომობილი, რომლის ყოველწლიური ხარჯი არის საშუალოდ 130 000 000 ლარი. ამას რომ გამოვაკლოთ საპატრულო პოლიციის და ა.შ. გადაუდებელი აუცილებლობის ხარჯები, გამოდის, რომ უბრალოდ, მაღალჩინოსნების ავტომობილებს და საწვავს ვაფინანსებთ საშუალოდ ამ თანხის 40%-ით.

გაბერილი შტატებისა თუ ადმინისტრაციული ხარჯების 30%-ით შემცირებით, ავტოპარკის და საწვავის შეზღუდვით და ა.შ. ეს პრობლემა მოგვარდება.

სავსებით რეალურია ადმინისტრაციული ხარჯი დაიწიოს 3 000 000 000 ლარზე და ბევრად ეფექტურად იმართოს საჯარო სექტორი, ვიდრე დღეს“, - წერს აბესაძე.
Facebook Twitter
განტვირთვა
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 6 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 9 °C
img
აბასთუმანი 7 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4849
RUB
RUB
100
4.1200
TRY
TRY
1
0.2441
USD
USD
1
3.0867
AMD
AMD
1000
6.3578
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.