ეკონომიკა
საქართველოში საწვავის ფასმა ისევ მოიმატა
საწვავის ფასი საქართველოში ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყველა ტიპის საწვავის ღირებულება გაზრდილია.

კონკრეტული საწვავის ტიპების მიხედვით ზრდის მაჩვენებელი ასეთია: - Regular 92 ტიპის ბენზინის საშუალო ღირებულება დაახლოებით 2,94 ლარს შეადგენს, მაშინ როცა ორი კვირის წინ მისი ღირებულება საშუალოდ 2,82 ლარი იყო.

Super-ის საშუალო ფასი 3,17 ლარია, ორი კვირის წინ მისი ფასი 3,10 ლარი იყო.

გაზრდილია Premium-ის ტიპის საწვავიც და მისი ღირებულება საშუალოდ 3,25 ლარს შეადგენს. ორი კვირის წინ ერთი ლიტრი პრემიუმი 3,17 იყიდებოდა.

დიზელის ტიპის საწვავის საშუალო ღირებულება ნოემბრის დასაწყისში დაახლოებით 2,97 ლარს შეადგენს. ორი კვირის წინ მისი ღირებულება 2,89 ლარი იყო.

ყურადსაღებია ისიც, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში თხევადი გაზის (LPG) ფასი ქვეყანაში ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება. არსებული მდგომარეობით მისი ფასი დაახლოებით 2 ლარია, მაშინ როცა ორი კვირის წინ 1,9 ლარად ივაჭრებოდა.
| Print |