ეკონომიკა
რამდენი თეთრით გაძვირდება პური
,, მსოფლიო ბირჟებზე 320 დოლარიდან 350 დოლარამდე რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა ხორბლის ფასი. ეს საქართველოსთვის იმის ნიშანია, რომ თადარიგი უნდა დავიჭიროთ“ - ამის შესახებ პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მალხაზ დოლიძემ ბაზარზე არსებული სიტუაცია მიმოიხილა და თქვა, რომ პურის ფასის ცვლილება ახალ წლამდე მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ გაძვირებულია ყველა კომპონენტი, რაც პურის თვითღირებულებაში შედის.

"გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, ხორბლის ფასის მატებასთან დაკავშირებით. ეს საქართველოსთვის იმის ნიშანია, რომ თადარიგი უნდა დავიჭიროთ, ვაწარმოოთ ხორბალი და მეტად უნდა გაიზარდოს შიდა ბაზრის ხვედრითი წილი. ეს საკითხი დღის წესრიგში უკვე დგას“- აღნიშნა დოლიძემ.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება გაიზარდოს პურის ფასი, დოლიძე ამბობს, რომ მაქსიმუმ 5-10 თეთრით.

,,სხვა ქვეყნებთან შედარებით პურპროდუქტებზე საქართველოში ფასი ნორმალურია, თუნდაც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. უმაღლესი ხარისხის ფქვილი რომელსაც საკონდიტროები იყენებენ 90 ლარი ღირს, ეს არის ყველაზე მაღალი რაც კი ოდესმე ყოფილა. უახლოეს მომავალში პურის გაძვირებას არ ვპროგნოზირებ. პურზე შეიძლება ფასი შეიცვალოს, მაგრამ მტკივნეულად არა, შეიცვლება 5-10 თეთრით მაქსიმუმ. ახალ წლამდე ცვლილებას არ ველოდებით“- განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
| Print |