ეკონომიკა
საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა
2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%- ით გაიზარდა და 19.5 % შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2021 წლის III კვარტალში სამუშაო ძალას მოსახლეობის 52.8 % შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 2.5 %-ით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.7 %-ით და 42.5 %- ს შეადგენს.

2021 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე ქალაქებში წინა წელთან შედარებით გაზრდილია 1.9 %-ით, ხოლო სოფლებში - 3.5 %-ით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.1 %-ით, ხოლო კაცებში - 2.9 %-ით.

უმუშევრობა წინა წლებშიც მოსახეობის უდიდესი გამოწვევა იყო. მოსახლეობის უმრავლესობა მთავარ პრობლემად სამუშაო ადგილების სიმცირეს ასახელებს.

შეიძლება, დაგაინტერესოთ:

უმუშევრობა - პირველი პრობლემა ადიგენში
| Print |