ეკონომიკა
საქართველოდან ექსპორტზე 3.5 ტონაზე მეტი ვაშლი და 11.2 ტონა ხურმა და კარალიოკი გავიდა
მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 3 449 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის პირველი აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (3,443 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსვე ინფორმაციით, ვაშლის გარდა, მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 11.2 ათასი ტონა ხურმა და კარალიოკია გატანილი, რომლის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის უმსხვილესი იმპორტიორები იყვნენ:

სომხეთი (5 097 ტონა);

რუსეთი (3 645 ტონა);

უკრაინა (2 263 ტონა);

თურქეთი (108 ტონა);

ყაზახეთი (62 ტონა);

მოლდოვა (39 ტონა).

10 ტონამდე ხურმა და კარალიოკი სხვა ქვეყნებშია გატანილი.

| Print |