ეკონომიკა
დარგები საქართველოში, სადაც ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასებია
2021 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით ანუ 129 ლარით გაიზარდა და 1 368.5 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 234.9 ლარი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 193.7;
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 003.6 ლარი.
შედარებით დაბალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • განათლება - 822,8 ლარი;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 848,7 ლარი;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 929,4 ლარი.
2021 წლის მე-3 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 106.4 ლარით, ხოლო კაცების - 1 612.1 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 128.2 ლარი (13.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 139.6 ლარი (9.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
| Print |