ეკონომიკა
პიროტექნიკის იმპორტი განახევრდა - სად ვყიდულობთ პროდუქციას
საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი განახევრდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 11 თვეში ქვეყანამ 1 370 მლნ აშშ დოლარის პიროტექნიკა შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 3 400 მლნ აშშ დოლარის.

2021 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველომ პიროტექნიკის იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან განახორციელა:

  • მონტენეგრო - 501.8 ათასი აშშ დოლარი;
  • ბულგარეთი - 393.6 ათასი აშშ დოლარი;
  • ჩინეთი - 278.4 ათასი აშშ დოლარი;
  • პოლონეთი - 169.7 ათასი აშშ დოლარი;
  • გერმანია - 15.2 ათასი აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 11.1 ათასი აშშ დოლარი.
| Print |