ეკონომიკა
რამდენით გაიზარდა ფასები სამშენებლო მასალებზე?
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 2.7 %-იანი მატებით, რამაც 1.59 % პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„საქსტატის“ ცნობით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 14.1 %-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 19.6%-იანი ზრდით, რაც 11.07 % პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
| Print |