ეკონომიკა
საარსებო მინიმუმი 223.5 ლარამდე შემცირდა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული თვის შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოთალა. საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში ეს თანხა 223.5 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 223.7 ლარი იყო.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2021 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 31 ლარით არის გაზრდილი. 2020-ის დეკემბერში საარსებო მინიმუმი 192.5 ლარს შეადგენდა.

საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.
| Print |