ეკონომიკა
5 თვეში, სახლმწიფომ იპოთეკური სესხი 1303 ოჯახს დაუსუბსიდირა
იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე მოთხოვნა კვლავ მზარდია. პროგრამის ამოქმედების დღიდან, 1-ლი სექტემბრიდან 18 იანვრის ჩათვლით, 1303 იპოთეკური სესხი დასუბსიდირდა. ჯამურმა თანხამ კი, 143 672 572 ლარი შეადგინა.

,,აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციით, სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში, 1303 სუბსიდირებული სესხიდან 1269 ოჯახის სესხია, 7 - ქვრივის და 26 -  მარტოხელა მშობლის.

,,2022 წლის 18 იანვრის მდგომარეობით, ჯამში დადასტურებულია 1303 იპოთეკური სესხის განაცხადი. მათ შორის, 26 მარტოხელა მშობლის სესხი, 7 ქვრივის და 1269 ოჯახის სესხი. სესხების ჯამური მოცულობა შეადგენს 143,672,572 ლარს”
- აცხადებენ ,,აწარმოე საქართველოში“.

ინფორმაციისთვის, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. ასევე, პროგრამა ემსახურება უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას.პროგრამა ითვალისწინებს ასეთი ოჯახების ან მარტოხელა მშობლების/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ კრედიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში:
  • ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;
  • ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
  • ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.
bpn.ge
| Print |