ეკონომიკა
სახელმწიფო უწყებებში შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე, ერთ წელში, 307 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა
სახელმწიფო უწყებებმა 2020 წელს შტატგარეშე თანამშრომლებს ანაზრაურებაზე 307.2 მლნ ლარი დახარჯეს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული. ამავე ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს ხარჯმა 255.4 ლარი შეადგინა.

ყველაზე მეტი ხარჯი ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჰქონდა.

უფრო კონკრეტულად:
  • საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 8.8 მლნ ლარი;
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 987 815ლარი;
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 3,5 მლნ ლარი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 259 008 ლარი;
  • ფინანსთა სამინისტრო - 4 მლნ ლარი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 4,4 მლნ ლარი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 1,9 მლნ ლარი;
  • იუსტიციის სამინისტრო - 11,1 მლნ ლარი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 86,1 მლნ ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 2,1 მლნ ლარი;
  • თავდაცვის სამინისტრო - 31,2 მლნ ლარი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 19,7 მლნ ლარი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 18,6 მლნ ლარი;
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (2020 წელს ჯერ კიდევ ერთ უწყებას წარმოადგენდა) – 79 მლნ ლარი
წყარო: bpn.ge
| Print |