ეკონომიკა
ნავთობის ფასმა უკანასკნელი 7 წლის მაქსიმუმს გადააჭარბა
საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ბარელი ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა. არსებული მდგომარეობით ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 101 აშშ დოლარს შეადგენს. ნავთობის ფასის ზრდა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შესახებ გამოაცხადა.

გარდა ამისა, დილიდან დაწყებული მოვლენების ფონზე 4 აშშ დოლარით გაიზარდა wti ტიპის ნავთობის ღირებულება და მისი ფასი ერთ ბარელზე 94 აშშ დოლარს შეადგენს.

აღნიშნულმა მოვლენებმა ასევე გამოიწვია აზიის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის ზრდაც 2-დან 3%-მდე. BBC-ის აზიის ბიზნეს კორესპონდენტი მარიკო ოი ამბობს, რომ ინვესტორები გარბიან იქ, სადაც მათი აქტივები უსაფრთხოდ შეინახება.

| Print |