ეკონომიკა
რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა
რუსული რუბლის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 30%-ით დაეცა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსული ვალუტის ახალი რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ქვეყნის ზოგიერთ ბანკს SWIFT--ის საერთაშორისო გადახდის სისტემის გამოყენება აეკრძალა.

მზარდმა დაძაბულობამ ასევე განაპირობა ის, რომ ერთი ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა.

BBC-ი წერს, რომ ევროკავშირის, შეერთებული შტატების და მათი მოკავშირეების ნაბიჯი, რამდენიმე რუსული ბანკი SWIFT-დან გაეთიშათ, არის ყველაზე მკაცრი ზომა, რომელიც დღემდე მოსკოვს უკრაინასთან ომის გამო დაუწესეს. რუსეთი ნავთობისა და გაზის ექსპორტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული SWIF-ის სისტემაზე.

ასევე გაიყინება რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, რაც შეზღუდავს ქვეყნის შესაძლებლობის წვდომის საზღვარგარეთულ რეზერვებზე.

ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, რომელიც $643 მილიარდ დოლარს ითვლის, გაყინულია.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში რუბლს მხარდაჭერა აღრ ექნება და შესაბამის ტრანზაქციებში ვეღარ ჩაეშვება.
| Print |