ეკონომიკა
საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან მატერიალურ ზიანს - გია ხუხაშვილი
სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია სანქციების ქვეშ მყოფი ალფა-ჯგუფისგან,“-ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

როგორც იცით, ბალტიისპირეთის ქვეყნები კრძალავენ „ბორჯომის“, როგორც რუსული პროდუქტის და რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტის გაყიდვას. ეს პროცესი, როგორც ჩანს, გაფართოვდება და მთლიანად დასავლეთს მოიცავს.

საქართველოსთვის ეს არის უზარმაზარი პრობლემა, რადგან „ბორჯომი“ არ არის უბრალოდ პროდუქტი, ის გახლავთ ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი მატერიალური და თუნდაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ელემენტი.

შესაბამისად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან მატერიალურ და უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს, თუ ეს პროცესი ვერ შევაჩერეთ.

ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია სანქციების ქვეშ მყოფი ალფა-ჯგუფისგან. ამისთვის ყველა არგუმენტი და ინსტრუმენტი გააჩნია ეკონომიკის სამინისტროს. თუ არ იციან, ჩვენ ვასწავლით,“-
წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ცნობით, „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ ოფშორში, ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე, კურასაოზე არის რეგისტრირებული.

კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ აშუროვია. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. საქართველოს ფილიალის დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვია. 2021 წლის ივნისამდე საქართველოს ფილიალის დირექტორიც რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვი იყო, რომელიც საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჩაანაცვლა.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.