ეკონომიკა
ახალქალაქში, სარკინიგზო პროექტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს აზერბაიჯანული მხარე გაეცნო
საქართველოში სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი იმყოფებოდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრი ახალქალაქის სადგურს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების გაცნობის მიზნით ეწვია.

კონტრაქტორებმა დეტალურად ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობაზე, შემდეგ კი ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა, მუდმივად იზრდება ტვირთების გადაზიდვის მოცულობა. დღეისათვის ამ მარშრუტით 1 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთია გადაზიდული.

APA-Economics
| Print |