ეკონომიკა
რომელ პროდუქტებზე დაიკლებს და მოიმატებს ფასები 2022 წელს?
წინა წელთან შედარებით ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. სანუგეშო არის მხოლოდ ის, რომ ხორბლის, ქერის და კარტოფილის მოსავლიანობა გაზრდილია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ხორბლის წარმოებამ 136 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 32.9 პროცენტით მეტია.

ქერის წარმოება 28.4 პროცენტით გაიზარდა და 58.3 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება კი 233.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 8.6 პროცენტით ჩამორჩება. ამავე ინფორმაციით, კარტოფილის წარმოება 12.7 პროცენტით გაიზარდა და 235.1 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2021 წლის განმავლობაში წარმოებულია 149.0 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 15.4 პროცენტით ჩამორჩება.
| Print |