ეკონომიკა
საქართველოში საარსებო მინიმუმი 6.9 ლარით გაიზარდა - რამდენი უნდა იმყოფინოთ თვეში?
2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 6.9 ლარით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 238.2 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2022 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 231.3 ლარი იყო.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2022 წლის მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 23.2 ლარით არის გაზრდილი. 2021-ის მარტში საარსებო მინიმუმი 201 ლარს შეადგენდა.

საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.
| Print |