ეკონომიკა
გაძვირდება თუ არა პური მაისიდან?
ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე არსებული ფასების გამო, პურის მცხობელთა ასოციაცია ერთ თვეზე მეტია პროგნოზირებს, რომ პურის ფასი მაისიდან 10 თეთრით გაიზრდება.

ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ ბაზარზე სიტუაცია დასტაბილურებისკენ მიდის და მიუხედავად იმისა, რომ წარმოებების ნაწილმა ფასები უკვე დააკორექტირა, მასობრივი ზრდა შესაძლოა, არ მოხდეს.

„მასიურად პურის ფასის ზრდა არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს ცალკეულმა წარმოებებმა ნამდვილად გაზარდეს ფასები. აბსოლუტურად ვართ დამოკიდებული ფქვილზე და ყოველდღიურ ტენდენციებზე. დღეს რა მდგომარეობაცაა, ჯერ პურზე ფასის ზრდის საფრთხე არ არის. ლარზე, მეტეოროლოგიური პირობების გამო შეფერხებები რომ იყო, მაშინ გაძვირდა ფქვილი, თუმცა ახლა ისევ ცოტა გაიაფდა. ახლა ფქვილის ფასი 72-73 ლარის ფარგლებშია და თუ 75-ლარიან ნიშნულს არ გადასცდა, მასობრივი წარმოების პურზე, ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამ ნიშნულს თუ ასცდა, უბრალოდ, ვერ ჩავეტევით თვითღირებულებაში“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
| Print |