ეკონომიკა
სავარაუდოდ, ზეთი ისევ გაძვირდება
საქართველოში მზესუმზირის ზეთი შესაძლოა, ისევ გაძვირდეს. მიზეზი კი 1-ლი ივნისიდან რუსეთში მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადის 372,3-დან 525 დოლარამდე გაძვირება გახდეს.

ქართულ ბაზარზე ზეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „მზიურის“ („ოლეინას“ იმპორტიორი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დიმიტრი რამიშვილმა განაცხადა, რომ პროდუქტის გაძვირება მოსალოდნელია.

"მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია ფასწარმოქმნის მექანიზმი, ერთი რამ ნათელია, გაიაფებას არ უნდა ველოდოთ. სავარაუდოდ, ზეთი ისევ გაძვირდება, მაგრამ როდიდან, რამდენი პროცენტით და რა თანხებში აისახება დახლებზე, ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, როგორც გითხარით, გაძვირების მოლოდინი არსებობს. მინიმუმ, საექსპორტო გადასახადის ზრდის კომპონენტი მოახდენს გავლენას. არ ვიცით ისიც, როგორი იქნება თვითღირებულება", - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, ზეთის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის. ბაზრების დივერსიფიცირება კი, მხოლოდ გადაზღვევის გამო შეიძლება მოხდეს.

,,ომში ჩართული ორი ქვეყანა, მსოფლიო წარმოების თითქმის 60%-ს შეადგენს და ამ მოცულობით დივერსიფიცირებაზე საუბარი საკმაოდ რთულია. სხვა მწარმოებელ ქვეყნებში ჩვენს რეგიონში, მაგალითად, თურქეთში, ნედლეული სწორედ რუსეთიდან და უკრაინიდან გადიოდა. ამიტომ, ეს ლოჯისტიკური ჯაჭვიც ამ ეტაპზე დარღვეულია. თუ მაინც და მაინც დივერსიფცირებაზეა საუბარი, ალბათ, შეიძლება იყოს არგენტინა, ან სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, მაგრამ ეს საკითხიც ჯერ არ დგას დღის წესრიგში. ვგულისხმობ, რომ ამ ეტაპზე, წარმოებისა და ლოჯისტიკური ჯაჭვის დღევანდელი ვითარება, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ჩვენ რაოდენობრივი დეფიციტი არ გვექნება.

კითხვის ნიშნის ქვეშ არის ფასი, რომელიც შესაძლოა, გაძვირდეს, მაგრამ ის, რომ ზეთი საერთოდ არ იქნება და თაროებზე აღნიშნული პროდუქცია გაქრება, მსგავს საფრთხეს მე პირადად ვერ ვხედავ. ამიტომ, ალტერნატიული ბაზრის მოძიება უკანა პლანზეა გადაწეული. თანაც, პირიქით, სხვა ბაზრების გაცილებით უფრო ძვირია და თუ მაინც ალტერნატიულ ბაზრებზე უნდა იყოს საუბარი, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ დეფიციტის გადაზღვევის მიზნით და არა ფასების კუთხით, რადგან აღნიშნული ფასები მაინც ოპტიმალურია მეზობელი და რეგიონის ქვეყნებიდან",
- აღნიშნა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, აპრილში რუსეთიდან საექსპორტო გადასახადი ტონაზე 313 დოლარს შეადგენდა, მარტში 260 დოლარი იყო, თებერვალში - 251 დოლარი, იანვარში - 280,8 დოლარი, 2021 წლის დეკემბერში - 276,7 დოლარი, ნოემბერში - 194,5 დოლარი, ოქტომბერში - 227,2 დოლარი, სექტემბერში - 169,9 დოლარი ტონაზე.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 6 °C
img
ასპინძა 10 °C
img
ადიგენი 14 °C
img
ბორჯომი 12 °C
img
თბილისი 15 °C
img
აბასთუმანი 8 °C
img
ბაკურიანი 7 °C
img
ნინოწმინდა 6 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 Girişcasibom girişcasibom girişEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni giriş hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetcasibomvdcasinoholiganbetqueenbettempobettümbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralamariobetholiganbet girişcasibombetebetsekabetholiganbetjojobetdinamobetdinamobetbetkanyoncasibombahiscom